გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

12-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული და სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.


ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19- 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.