გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კარალეთის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლით დაკავებული 4, 891 კვ.მ მიწის ნაკვეთის მითვისების მცდელობა აღიკვეთა

13-05-2025

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, გორის რაიონულმა სასამართლომ ფიზიკური პირის სარჩელი კარალეთში 4 891 კვ.მ ქარსაფარი ზოლის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე არ დააკმაყოფილა.


გარდა ამისა, აღნიშნული ტერიტორიის ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა ახლად განხორციელებული სამუშაოების კვალი: ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი და ამოძირკვული იყო ქარსაფარი ზოლის ხე-მცენარეები, ტექნიკის საშუალებით ტერიტორიაზე მოსუფთავებული იყო მიწა.  


მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, მასალები გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა 46 288 ლარის ოდენობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.


მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან ახორციელებს ქარსფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საარქივო დოკუმენტებისა და კამერალური ანალიზით გამოვლენილი ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია. ინვენტარიზაცია 2027 წლის 1 იანვრამდე დასრულდება. შემდგომ ეტაპზე იგეგმება ქარსაფარი ზოლების აღდგენა, ახლის გაშენება და დაცვა.