გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ციხის ათმა თანამშრომელმა დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი, 4 თვე ვერ ვდგებოდი - როცა ფეხი მოვირჩინე, გამიჩნდა ტუბერკულოზი, იმიტომ, რომ ე.წ. ტუბზონაზე რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს, მაშინ ვიყავი 38 კგ-მდე - გიორგი ხოჭავა

13-05-2025

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი პატიმრობის დროს განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.


როგორც ხოჭავამ განაცხადა, ციხის თანამშრომლებმა მას სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ფეხი და ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა, შემდეგ კი, დაემართა ქრონიკული ტუბერკულოზი, ვინაიდან, ე.წ. ტუბზონაზე მისი ეტაპირება მხოლოდ მე-11 თვეს მოხერხდა, ამ დროს კი ხოჭავა 38 კილოგრამს იწონიდა.


„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ და ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები- ნემსები და ბევრი პრეპარატი, 4 თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ჩემზე ზეწოლა და ა.შ., რომელსაც თითქმის ყველა ციხის თანამშრომელი ახორციელებდა. როცა უკვე ფეხი მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე, გამიჩნდა ტუბერკულოზი და საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ, რომ მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება "ტუბზონაზე", ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ და ახლა ვარ 79კგ, მაშინ მივედი 38 კგ-მდე“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.