გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

14-05-2025

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე მხარეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები.

 

პაპუნა მარგველიძემ ხაზი გაუსვა ეფექტიანი კოორდინაციის აუცილებლობას და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებზე.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მოადგილეები - ალუდა თუთისანი და ბერდია ჩანქსელიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი, აპარატის უფროსი მარიკა დვალი და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.