გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსეთ-საქართველოს ომის გამო სააკაშვილს პასუხიმგებლობა არ ეხსნება-ამერიკელი დიპლომატი

19-11-2018

ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის სახელობის კვლევითი ცენტრის ექსპერტის, უილიამ ჰილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის შეცდომა იყო.


როგორც უილიამ ჰილი აცხადებს, რომ არა რუსეთის შეცდომები, შესაძლოა საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანება ასე დაჟინებით არ მოესურვებინათ.

"რუსეთის შეცდომად ვთვლი საქართველოსთან ომს, თუმცა იმავდროულად პასუხისმგებლობა არ ეხსნება მიხეილ სააკაშვილსაც. ასევე მოსკოვის შეცდომა იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება - ამ ნაბიჯის გადადგმის შედეგად მოსკოვმა ისეთი [გამოუვალი] მდგომარეობა შექმნა, როცა არანაირ დათმობაზე წასვლა აღარ შეუძლია. საერთოდ, მოსკოვი ყოველთვის უფრო მეტად მხარს სეპარატისტებს უჭერდა, ვიდრე მის მიერ ადრე აღიარებულ სახელმწიფოებს. იბადება კითხვა: განა უფრო კარგი არ იქნებოდა აღიარებული ქვეყნებისადმი [მაგ.საქართველოსადმი] დახმარების გაწევა კონფლიქტების მოგვარებაში, რაც რუსეთის საერთაშორისო იმიჯს გააუმჯობესებდა? შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში მსგავსი ქვეყნები ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას ასე ძალიან არ მოისურვებდნენ"-აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.


წყარო: NSP.GE


P.S. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა სესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge