გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის რეგიონული და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს

19-11-2018

პარტია "ევროპული საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაულ თავართქილაძის განცხადებით, აჭარის რეგიონული და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ევროპული საქართვველო“ დატოვეს.

მისივე თქმით, მათთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მიუღებელია.

"საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ დავით ბაქრაძის კანდიდატურას და სწორედ „ევროპული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამსახურებით პარტიამ აჭარაში 15 ათასამდე ხმა მოიპოვა. ჩვენი მხრიდან დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერა განპირობებული იყო მისი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე და გვჯეროდა, რომ ეს ქვეყნის ევროპული არჩევანი იყო. გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ჩვენ ამომრჩევლებს და ამავდროულად გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც ჩვენმა გუნდმა მიიღო. 

მეორე ტურში ჩვენთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ჩვენ ვემიჯნებით რუსულ სცენარს, ასევე სააკაშვილის და ვარშალომიძის მობრუნებას. ჩემ თანამებრძოლებთან ერთად სრული შემადგენლობით ვტოვებთ პარტიის აჭარის ორგანიზააცის, მათ შორის ხულოს, ბათუმისა და ქობულეთის ხელმძღვანელები,"- განაცხადა რაულ თავართქილაძემ.