გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 115 600 ლარის ფარგლებში ჯიპის შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

11-12-2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 115 600 ლარის ფარგლებში  ჯიპის შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი  2017 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა.   მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.გუბერნიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა და ჯიპის შესაძენად ადმინისტრაციის ბიუეჯტიდან თანხა არ იხარჯება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს ახალი ან მეორადი და მისი შეძენა შეძენა ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანის ჩანაცვლების გზით მოხდება.გუბერნატორის პრესსამსახუსრის უფროსის პაატა ლაგვილავას თქმით, მანამდე გუბერნატორ ლევან შონიას  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქანა ემსახურებოდა, რომელიც მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ თემაზე სადაოს ვერაფერს ხედავენ, რადგან მათი თქმით, წლების წინ ექსპლუატაციიდან გასული ავტომობილების ნაცვლად, romelic faqtiurad jarTia, moxdeba axliT Canacvleba. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს დღეისათვის 5 ავტომანქანაემსახურება: 2 ერთეული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“, 1 „ტოიოტა კამრი“, 1 „შევროლე ტაჰო“ და 1 „BMW X5“. აღნიშნული ავტომანქანები 2007-2012 წლებშია გამოშვებული.

წყარო: რადიო "ოდიში"