გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა

15-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით აზერბაიჯანში) ილჰომ აბდურაჰმონს შეხვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხსაც.


როგორც შეხვედრაზე ილჰომ აბდურაჰმონმა განაცხადა, ტაჯიკეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვა.


ელჩმა მინისტრი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ტაჯიკეთში, ქ. დუშამბეში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.