გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა მდინარაძე: ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება  

19-11-2018


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალ წელს საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.

 

 "ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა, როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ  ისტორიულია.


600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. როდესაც გვქონდა საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ 2 ათასზე ნაკლები ძირი და შემდეგ გაუპრობლემდა, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ და დარჩათ 2000-ზე ნაკლები თანხა გადასახდელი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში. ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე  ვალის გარეშე შეხვდება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.