გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში 1200 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

16-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს  ახორციელებს.


თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან მაგისტრალური არხის  2,7 კმ სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.  შედეგად,  დაახლოებით 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


სარწყავი არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისის  ბოლომდე დაასრულებს.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნვეყოფილია დამატებით 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა.