გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალი ზელანდიის პრემიერი 16 წლის ასაკს მიუღწეველი მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატივით გამოდის

16-05-2025

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, კრისტოფერ ლაქსონი მოზარდებისთვის, რომლებსაც 16 წელი არ შეუსრულდათ, სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, მისი წინადადების მთავარ მიზანს ტექნოლოგიური პლატფორმების მავნე ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა წარმოადგენს.

როგორც ფრანგული ტელეარხი წერს, მარეგულირებელი ორგანოები მთელი მსოფლიოდან ფიქრობენ, თუ როგორ უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში, რადგან სოციალურ ქსელებში სასტიკი და შემაშფოთებელი კონტენტი სულ უფრო მატულობს.


ახალი ზელანდიის პრემიერის ინიციატივის თანახმად, მარეგულირებელი ორგანო ვალდებული იქნება შეამოწმოს, შეუსრულდა თუ არა ამა თუ იმ მომხმარებელს 16 წელი. კანონის დამრღვევებს 2 მილიონი ახალზელანდიური დოლარის (1,2 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.


ახალი ზელანდიის პრემიერის ინიციატივა ავსტრალიურ მოდელს ეყრდნობა, აღნიშნავს France 24. „საქმე ეხება ჩვენი ბავშვების დაცვას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სოციალური ქსელების კომპანიებს ჩვენი ბავშვების დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვთ“, - თქვა ახალი ზელანდიის პრემიერმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის წარედგინება კანონპროექტი პარლამენტს, მაგრამ, როგორც ლაქსონმა განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ ის დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს.