გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 56 ცალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს

16-05-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელსა და სალონში მოწყობილ სათავსოებში, მალულად განთავსებული, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი 56 ცალი ცოცხალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11 000 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 % ოდენობით - 11 000 ლარით. ამასთან უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა აღნიშნული საქონელი და საჩუქრად თბილისის ზოოპარკს გადაეცა.