გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას

17-05-2025

იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტრ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.


„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აირჩა თავის თანამდებობაზე და მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არსებითად შეიცვლებოდა ურთიერთოებები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური, ღირებულებითი თანხვედრა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან. საუბარი მაქვს თანხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებებს შორის. ამ თანხვედრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.