გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ვერავის მივცემთ სიძულვილის კამპანიების დაფინანსების საშუალებას, არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი

17-05-2025

ქართველი ხალხისთვის მიუღებელია სიძულვილის ყველანაირი ფორმა. ჩვენს საზოგადოებაში არავის არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან დათესოს სიძულვილი ადამიანებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში, ლევან ღამბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.


პრემიერის თქმით, რასაც კგბ აკეთებდა 90-იან წლებში, იმას აკეთებენ 30 წლის თავზე, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია.


„ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება ხოლმე. ასეთი ადამიანები. ე.წ. ენჯეოშნიკები იღებენ ხოლმე დავალებებს. მე ზუსტად ერთი დღით ადრე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გარედან ხდება საქართველოში სიძულვილის დათესვა და შესაბამისი კამპანიების წახალისება. როგორც ჩანს, იმდენად ძვირფასია დონორებისთვისაც და ენჯეოებისთვისაც ეს სიძულვილის კამპანია, რომ მათ პირდაპირ დაიწყეს ამ სიძულვილის კამპანიის გამართლება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ქართველი ხალხისთვის მიუღებელია სიძულვილის ყველანაირი ფორმა. ჩვენს საზოგადოებაში არავის არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ საქართველოში ხელოვნურად გარედან დათესოს სიძულვილი ადამიანებს შორის, რასაც აკეთებდა კგბ 90-იან წლებში, იმას აკეთებენ ახლა, 30 წლის თავზე, ოღონდ სხვა მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ვერავის მივცემთ ასეთი კამპანიების დაფინანსების საშუალებას. არ შეიძლება, ვიღაცამ გარედან თავს მოგვახვიოს სიძულვილი საზოგადოებაში, ჩვენ პირიქით, გვჭირდება ქართული საზოგადოების გაერთიანება", - განაცხადა პრემიერმა.