გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

დავით ლორთქიფანიძე: „ზარაფხანა“ გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად - ფაქტობრივად, აჩუქეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას

19-05-2025

„სამ თვეში ეს საწარმო მოამზადეს საპრივატიზაციოდ, გაიტანეს აუქციონზე და 8,5 მილიონის საწესდებო კაპიტალის საწარმო, სადაც 5 მილიონზე მეტი ოქროს ნაკეთობები ინახებოდა, გაყიდეს მილიონ ნახევარ ლარად“, - ამის შესახებ 2000-2004წლებში შპს „ეროვნული ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


ლორთქიფანიძის თქმით, „ზარაფხანა“ ფაქტობრივად, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას აჩუქეს, რომელიც დღესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ეროვნული ზარაფხანა“ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს გადასცეს.


„მაშინ ვთქვი, ოქრო კარაქი ხომ არ არის, მალფუჭებადი რომ იყოს, რას აკეთებთ, რატომ ყიდით? - მოკლედ, გაიყიდა ეს საწარმო და რაოდენ საინტერესოა, რომ ეს საწარმო ფაქტობრივად, აჩუქეს რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას, რომელიც მაშინ ჩამოიყვანეს რუსეთიდან.


ნაყოფია დღესაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ერთ-ერთი დონორი. მაშინ, სამართლებრივად შპს-ს დაფუძნებას სჭირდებოდა 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალი. სასწრაფოდ დააფუძნეს შპს საცხოვრებელი ბინის მისამართზე და ამ 2000-ლარიანი საწესდებო კაპიტალის შპს-ს მისცეს საქართველოს ეროვნული ზარაფხანა. [ოქროს ნაკეთობების გარდა] იყო მიწა და 4 სართულიანი შენობა-ნაგებობა, სულ დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი.


დიღომში მაშინდელი კვადრატული მეტრის ფასი რომ გადაიანგარიშოთ, დაახლოებით 9-10 მილიონი დოლარის იყო მარტო ეს ყველაფერი და ასე ჩაიგდეს ხელში მილიონ ნახევარ ლარად,“ - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.