გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქედის მერია 20 ათასი ლარის შეშას იყიდის

11-12-2017

დღეს, 11  დეკემბერს,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტში  შეტანილი კორექტირების  საფუძველზე, ქედის მერია 20 000 ლარად 600 კუბურმეტრ შეშის შესყიდვას აპირებს. მერია შეშად შეისყიდის მაღალი ძაბვის, 220 კვ-იანი  ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს  ქედის ტერიტორიაზე გაჩეხილ და დასაწყობებულ მერქანს.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის განმარტებით, მერიის მიერ შესყიდული შეშა სოციალურად დაუცველ ოჯახებს და საბავშვო ბაღებს გადაეცემა. თუ ვინ მიიღებს  შეშას ქედაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე,  შუქრი თურმანიძის თქმით, ამას  კომისია გადაწყვეტს, უპირატესობა კი სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს მიენიჭება, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე პირები ცხოვრობენ.

„ერთ ოჯახს საშუალოდ 8-10 კუბურიმეტრი სათბობი შეშა სჭირდება, ბაგა -ბაღებს უფრო ნაკლები  – 6-7 კუბური მეტრი.  ვფიქრობთ,  მთლიანობაში 70 სუბიექტს გადავცემთ სათბობ შეშას, 70 – დან კი 50 -მდე ოჯახი იქნება. სარეიტინგო  ქულასთან ერთად ოჯახებისთვის განმსაზღვრელი იქნება ოჯახის წევრების ფიზიკური და სოციალური მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს საცხოვრებელ სახლამდე შეშის გადატანის შესაძლებლობა არ ექნება, ჩვენ მივუტანთ ადგილზე, “ – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე.

კითხვაზე, ხომ არ დააგვიანდა საკრებულოს შშმ პირებისთვის გათბობის საკითხის მოგვარება? საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ  შეშით მომარაგება დაგვიანებული არ არის.

ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში დღეს დამტკიცებული ცვლილებით, სარეზერვო ფონდს, 25 000 ლარი დაემატა, 50 000 ლარს კი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ორგანიზაციები  კომუნალური ხარჯისთვის მიიღებენ.

ადგილობრივ  ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებას საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.  „ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, ქედის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები ისე დაამტკიცა, რომ საკითხის ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.

„ყველა დადგენილების პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაზე უნდა გავიდეს, ამათ ეს მუხლი დაარღვიეს, საკითხი ისე შემოიტანეს, რომ არ მოხდარა ადმინისტრაციული წარმოება,“ – განმარტავს დეპუტატი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების, საბავშვო ბაღებისა თუ დაწყებითი კლასის სკოლებისთვისთვის სათბობი შეშის შესყიდვას ითხოვდა ქედის საკრებულოს წევრი ვაჟა ბოლქვაძე, ამ მოთხოვნით მან ინიცირებული საკითხი ქედის საკრებულოში ჯერ კიდევ 4 დეკემბერს შეიტანა.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"