გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გიორგი ბურჯანაძე 2011 წლის 26 მაისზე: დიღმის სამმართველოში დერეფნის კედლები სულ სისხლით იყო შეღებილი და სისხლიანი ტანსაცმელი, ბინტები და ცხვირსახოცები გორა-გორად იყო, ოთახებიდან გამოდიოდა საშინელი ხმები, მოასრიალებდნენ გათიშულ ხალხს, სულ სისხლში

19-05-2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მსახიობმა გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა და დარბევის შემდეგ დიღმის სამმართველოში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა.


მისი თქმით, სამმართველოს დერეფნის კედლები სისხლით იყო შეღებილი, რამდენიმე ადგილზე სისხლიანი ტანსაცმლის გორები იდგა, ოთახებიდან საშინელი ხმები გამოდიოდა და გამოჰყავდათ გათიშული, დასისხლიანებული ადამიანები.


„გადმოგვიყვანეს დიღმის სამმართველოში. რომ შეგვიყვანეს, დიდი ფოიე არის და დერეფნებშიც 5-5-ად ჰყავდათ დაყენებული დაპატიმრებული ხალხი. იქ ვნახე ყველანი ჩვენები, ვინც იყვნენ დაპატიმრებულები და დაიწყეს გაყვანა სართულების მიხედვით. მეოთხე-მეხუთე სართულზე ან მეხუთე- მეექვსე სართულზე აჰყავდათ ეს ხალხი 5-5, 6-6 კაცი. მეც ამიყვანეს და რომ გამომიყვანეს ლიფტიდან, უცბად რაც მივხვდი იყო, რომ დერეფნის კედლები იყო სულ სისხლით შეღებილი და დერეფნის ადგილები იყო, სადაც რაღაცა გროვები იყო და რომ გამატარეს ამ გროვასთან, ვხედავ, რომ სისხლიანი ტანსაცმელი, სისხლიანი ბინტები და ცხვირსახოცები გორა-გორად იყო. კედლები სულ სისხლიანი იყო, თითქოს საღებავი ჯაგრისით რომ გაუსვა. ოთახებიდან გამოდიოდა საშინელი ხმები, რას უშვრებოდნენ იქ ხალხს არ ვიცი. რამდენიმე ვიცანი ვინც გამოიყვანეს, გაუბედურებულები, კი არ გამოდიოდნენ ის ხალხი, იღლიებში ეკავათ და ისე მოჰყავდათ, მოასრიალებდნენ გათიშულ ხალხს, სულ სისხლში“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.