გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავში სამხედრო ბაზაზე რეზერვისტთა შეკრება გაიმართა

19-11-2018

თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე  რეზერვისტთა მეორე შეკრება გაიმართა. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ პირებს  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სახელფასო ბარათები „არმიქარდი“ დაურიგა, რისი საშუალებითაც ისინი კუთვნილი ანაზრაურების მიღებას შეძლებენ.


რეზერვისტებს  დამადასტურებელი მოწმობებიც გადაეცათ. თელავის პარალელურად, რეზერვისტთა მეორე შეკრება  მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც ჩატარდა. რეზერვისტებმა შეკრებისას საბრძოლო მომზადების სხვადასხვა წესები, სამხედრო მომსამსახურის უფლება-მოვალეობები შეისწავლეს და ფიზიკური მომზადება გაიარეს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.


ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს.


სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.


imedinews.ge