20-05-2025
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0815 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0898 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0705 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 მაისს შევა ძალაში.