« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
21-05-2025
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
Imex Frankfurt 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.
„IMEX ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა. MICE ტურიზმი ჩვენი სასტუმროსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია და ძალიან მიხარია, რომ შეხვედრები შედგა უცხოურ კომპანიებთან, სადაც ბიზნესმენები, ე.წ. ბაიერები და ვიზიტორები მონაწილეობდნენ“-განაცხადა სასტუმრო ჰუალინგის წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.