გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა

19-11-2018

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, რეგიონის ხელისუფლების, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.


„ჩვენი რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა, ვინაიდან წლების განმავლობაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების დროს შესაბამისი პრეტენდენტების შერჩევის პროცესი იყო პრობლემური, არ გვქონდა შესაბამისი ბაზა, ცოდნა და გამოცდილება და მეორე მხრივ, პრობლემა იყო არსებული ადამიანური რესურსის გადამზადება“, - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აჭარაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის გახსნისას.


ღონისძიებაზე, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ აკადემიის სტაჟირებისა და სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამებზე ისაუბრა.


„აკადემიაში, რომელიც ჩვენს რეგიონში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა, ტრენინგ-პროგრამები ფინანსების, ბუღალტერიის, აუდიტის, კანონმდებლობის, მენეჯმენტისა და უნარ-ჩვევების მიმართულებით განხორციელდება. სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება. შენობაში სასწავლო ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და თავისუფალი სივრცეა (ბიბლიოთეკა) განთავსებული. 19 ნოემბერს აკადემია პირველ სასწავლო კურსს „საგადასახადო კანონმდებლობის“ თემაზე იწყებს და მას კერძო და საჯარო სექტორის 25 წარმომადგენელი გაივლის“, - განაცხადა ტარიელ ჭულუხაძემ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, რომელიც არაერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ხარისხის მართვის საერათაშორისო სერტიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელია.


ipn.ge