გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში უკვე დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ღონისძიებები საქართველოში- KAZIN DMC

21-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს 9 ტურისტულ კომპანიასთან და სასტუმროსთან ერთად.


Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში, მოლაპარაკებები იმართება წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.

 

„Imex Frankfurt 2025-ის  გამოფენა ძალიან საინტერესოა საქმიანი ტურიზმისთვის, უკვე შევხვდით ჩვენს რამდენიმე პარტნიორს, მათთან დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ღონისძიებები, ასევე დაინტერესება არის ახალი პარტნიორებისგან, რომელთანაც ახლა ვამყარებთ ურთიერთობას და დიდი იმედი მაქვს აქედან წარმატებული შეთანხმებებით დავბრუნდებით საქართველოში“-აცხადებს ტურისტული კომპანიის KAZIN DMC დამფუძნებელი და დირექტორი ცოტნე მიროტაძე. 


Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.