გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა Messe Dusseldorf-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან გაიმართა

22-05-2025

 „Messe Dusseldorf-ის“ ოფიციალური წარმომადგენელი მოლდოვაში, სამხრეთ კავკასიის და აზიის ქვეყნებში მიხეილ მანდელი, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ვაჭარაძეს შეხვდა.


გერმანიის ქალაქ დუსელდორფში მდებარე საგამოფენო სივრცე „Messe Dusseldorf”  ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „ProWein” ორგანიზატორია როგორც ქალაქ დუსელდორფში, ისე მსოფლიოს სხვა ქალაქებში.


ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს გამოფენებში „ProWein“ მრავალწლიანი მონაწილეობის და თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარდგენის პერსპექტივებს და მიზანშეწონილობას გამოფენებზე „ProWein“ ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ბრაზილიაში. შეხვედრას ესწრებოდა სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებების/გამოფენების სამმართველოს უფროსი ელენე კიკნაძე.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული  გამოფენის „ProWein Dusseldorf“ ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა. გარდა დუსელდორფისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე იაპონიასა და ჩინეთში.


ყოველწლიური გამოფენა „ProWein”, რომლის მთავარი გამოფენაც დუსელდორფში იმართება, წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის. გამოფენის ფარგლებში მწარმოებლები ამყარებენ ახალ კონტაქტებს, მთ შორის იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.