გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლატვიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

19-11-2018

ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების ფარგლებში მიმდინარე პროექტი „პლატფორმა“, რომელშიც ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციაც იღებდა მონაწილეობას, ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებით დასრულდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხაშურის მუნიციპალიტეტისა და მოლდოვეთის სოროკას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ბაუსკას მერიაში ლატვიის დამოუკიდებლობის ასწლოვანი იუბილეს აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებას, ხოლო ბაუსკას კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტს დაესწრნენ.


ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელით ოფიციალურ მიღებასა და საზეიმო კონცერტზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო სუხიაშვილმა. მან ხაშურის მუნიციპალიტეტის სახელით მიულოცა ლატვიელებს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული და მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გურასპაშვილის პირადი მილოცვაც გადასცა.


„ხაშურელების სახელით, ბაუსკას მერს, არნოლდს ჟატნიექსს საკუთარი შემოქმედების ნიმუში უსახსოვრა ხაშურელმა მხატვარმა ხათუნა ჩიტაძემ. მხატვრის მეორე ნამუშევარი კი ბაუსკას ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრს გადაეცა. ქალაქი ბაუსკა მნიშვნელოვანი საჩუქრით დააჯილდოვა ხაშურელმა ახალგაზრდა მხატვარმა ოთარ ქურდაძემ. მან ბაუსკაში ვიზიტის ფარგლებში შექნა მასშტაბური ტილო თავისუფლების თემაზე და ქალაქს საჩუქრად გადასცა. ოთარ ქურდაძის ნამუშევარი ბაუსკას სამხატვრო სკოლაში დაიდებს ბინას.


ხაშურელი ნორჩი მხატვრების ნამუშევრები თემაზე „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - საქართველო და ლატვია“ ლატვიელი ბავშვების ნამუშევრებთან ერთდ კიდევ ერთხელ გამოიფინა ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთვისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ბაუსკას კულტურის სასახლეში. კონკურსის ფაგლებში გამარჯვებული ლატვიელი ნორჩი შემოქმედები ბაუსკას მერმა უკვე დააჯილდოვა, ხაშურელ გამარჯვემულებს კი ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მიერ დაწესებული პრიზები ხაშურში გადაეცემათ“, - ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საზეიმო ღონისიებები ბაუსკას ცენტრში გამართული კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა. პროექტი „პლატფორმა“, რომელიც ბაუსკას მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ოფიციალურად დაიხურა.


Ipn.ge