გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Visa-ს ბიზნეს ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

23-05-2025

Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Visa-ს ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს მოაწყობს. პარტნიორობის შეთანხმებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ მოაწერეს.


ლაუნჯის სივრცე აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან ამოქმედდება. ბიზნეს სივრცის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.


ბიზნეს ლაუნჯი განსაკუთრებული დიზაინით იქნება გაფორმებული. სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად. თანამედროვე, მინიმალისტური კონცეფციით, ვიზიტორებს Visa-ს ბრენდის გამორჩეული კონცეფცია და მეორე სართულზე TBC კონცეპტის ლაუნჯ სივრცე დახვდებათ.


ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზეა აგებული. კედლებზე წარმოდგენილია შუქ-პროექციები მითიდან არგონავტების შესახებ, რომელიც წარმოაჩენს ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. აღნიშნული დეტალები დადებითად მოქმედებს მგზავრებზე და აკავშირებენ ადგილს და ისტორიას.


Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.