გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„არა ნაცებს, არა ბოროტებას" - ქუთაისში ახალი ბანერები გამოჩნდა

19-11-2018

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერები გამოჩნდა.

 

“არა ნაცებს, არა ბოროტებას!” – ვკითხულობთ ბილბორდებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

 

"პირველი" ცდილობს, გაარკვიოს, ვისი დაკვეთით განთავსდა ბანერები.

 

ფაქტთან კავშირი უკვე გამორიცხეს “პატრიოტთა ალიანსმა” და არჩევნების მეორე ტურის წინ “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ შექმნილმა ჯგუფმა “არა ნაციზმს”, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძეა.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.


pia.ge