გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ - დასაფრენი ზოლის და ტერმინალის გაფართოების პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

23-05-2025

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. ჩვენ 70 ჰა ტერიტორიაზე ვაშენებთ ახალ ასაფრენ - დასაფრენ ზოლს 3,5 კმ სიგრძის მქონეს. ამავდროულად ვამატებთ 4 სამიმოსვლო ბილიკს, ასევე ვზრდით არსებული ბაქნების რაოდენობას 17 - მდე. ეს არის მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომლის ინვესტიციაც გამოყო საქართველოს მთავრობამ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში აეროპორტის ასაფრენ - დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, რათა გაიზარდოს სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე.


„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა სწრაფი მზარდი დინამიკით, რაც განპირობებულია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნით. 30 - ზე მეტი მიმართულებით ხდება ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება, საიდანაც 24 მიმართულება ევროპულია. საქართველოს მთავრობა განაგრძობს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ასაფრენ დასაფრენი ზოლის, ისე ტერმინალის გაფართოების პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულდა ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 30000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს.


პარალელურ რეჟიმში 35000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვმ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა. პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.


ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა დაასრულა.