« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
23-05-2025
20-22 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო და საერთაშორისო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშომლობის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის ფორმატით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების სტატუსი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ერთობლივი შეფასების პროექტი და ასევე მიმოიხილეს პარტნიორობის სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სადაც გაეცნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განვითარებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე პროექტებს.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება სამუშაო შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, რაც ექსპერტთა დონეზე სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვის ფორმატს წარმოადგენს.