გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

25-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც მეპატრონემ შესაკეთებლად ავტოსახელოსნოში დატოვა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ.ჯ.-ს თან აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „BMW X6"-ის მარკის ავტომობილის გასაღები, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მან თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიუთითა, სადაც გატაცებულ ავტომობილს მალავდა.

სამართალდამცველებმა უკანონოდ მისაკუთრებული ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.