გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო თელავში აღნიშნავს

25-05-2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს თელავში ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს.


ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ჩატარდება კახური ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასი.


გამოფენაზე „საქართველო ღვინის სამშობლო“ წარმოდგენილი იქნება უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლები. ღონისძიებები ასევე მოიცავს კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობას, ბავშვებისათვის შექმნილ შემეცნებით სივრცეს და საბავშვო სპექტაკლს.


სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად, მოეწყობა ფოტოზონა. გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.


17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება.


ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქ. თელავში, ქ. ქუთაისსა და ქ. ახალციხეში სხვადასხვა აქტივობით საზეიმოდ აღნიშნავს.