გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ დაფსმა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია - ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში

25-05-2025

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ დაფსმა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია - ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე და მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში.


„Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშაზე საჯაროდ დაფსმა იყო სრულიად გამიზნული პროვოკაცია, რომლის ავტორებმაც მოძებნეს ვიღაც ბრიყვი შემსრულებელი და ალბათ კარგადაც გადაუხადეს ამ პერფორმანსში. მოკლედ, როგორც თავად ხედავთ ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას რომ ქვეყანაში არ იყოს სიმშვიდე, მოსახლეობა მუდმივად იყოს საფრთხის მოლოდინში და იმედი აქვთ ამით მიაღწევენ მიზანს.


არ მგონია, რომ ამ ერთი ინციდენტის გამო რუსეთი რაიმე დესტრუქციულ ქმედებებზე წავიდეს ჩვენს წინააღმდეგ, დღეს საამისოდ არ სცალია, თუმცა გამორიცხული არაფერია. იმ საცოდავმა იკითხოს, რადგანაც შეიძლება იმ პერფორმანსში აღებული ფული გვერდზე დარჩეს და მოხმარებაც ვერ მოასწროს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.