გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით ჩიხელიძე: Tbilis Open Air-ზე მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა - დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს

25-05-2025

„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა,“ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე წერს, „ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ!“


„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, აღნიშნული ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა სად ვართ და სად უნდა ვიყოთ! მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამოძიების პირობა დადო.


რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და დეოკუპაციაზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა იღვწის. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ! ყოველი მსგავსი გამოხტომის და დაუფიქრებელი ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს მთავრობაზე წნეხი იზრდება, უარესდება არსებული რეალობა, რისი გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ!,“- წერს დავით ჩიხელიძე.