გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით სონღულაშვილი ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრს, ლუის პლანას პუჩადესს პარიზში შეხვდა

25-05-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრს ლუის პლანასს პუჩადეს შეხვდა.


მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს. დავით სონღულაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.


აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს სარგებელს როგორც საქართველოსთვის, ისე ესპანეთისთვის.


„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით ღვინის სექტორში, გასტრონომიის სფეროში, ღვინის ტურიზმისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით, ასევე, ერთობლივი მარკეტინგული აქტივობების განხორციელების კუთხით, როგორიცაა ღვინის გამოფენები, სიმპოზიუმები და სხვა პროფესიული პლატფორმები“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 


ესპანელი კოლეგა დავით სონღულაშვილმა საქართველოში მოიწვია.


ორი ქვეყნის მინისტრს შორის შეხვედრა პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალური სესიის ფარგლებში გაიმართა.