გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსი“ სესხების განულების პროგრამაში არ ერთვება

19-11-2018

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსი“-დან აღებული სესხები არ განულდება.

მინისტრის თქმით, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო „ვივუსმა“ უარი განაცხადა აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვაზე.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ვივუსმა“ ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, მონაწილეობაზე უარი განაცხადა,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 600 000 მოქალაქეს ვალები ახალ წლამდე გაუნულდება.

არსებული ინფორმაციით, „ვივუსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძეა.