გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის სიძულვილი ქართველებს შორის

26-05-2025

დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღინიშნა, დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის.


„დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.