გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნება“ აბაშაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

19-11-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დამოკრატიული საქართველო“ იმ მნიშვნელოვანი პროექტების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიოც ბოლო წლების განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
მნიშვნელოვანი პროექტები აბაშაში 2013-2018 წლები:
• რეაბილიტირდა 96.1 კმ გზა და 11 ხიდი
• დასრულდა წყალმომარაგების 2 პროექტი
• რეაბილიტაცია უტარდება აბაშის წყალმომარაგების სისტემას
• რეაბილიტირდა 19 სკოლა
• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 754 მოსწავლე
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• აშენდა 9 და რეაბილიტირდა 6 საბავშვო ბაღი
• აშენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
• გაფართოვდა 10 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 37 პროექტი
• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 276-მა პირმა
• დაფინანსდა 9 ხეხილის ბაღის გაშენება
• შეიქმნა 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 271-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 400 000-მდე ლარის მოსავალი
• პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 12 სოფელში 700-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;
• დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 10 სარეაბილიტაციო პროექტი
• აბაშაში გაზიფიცირდა 6 257 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 40 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“)
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 59 დევნილ ოჯახს
• ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
• სოფელ ეწერში აშენდა ამბულატორია
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 170-მა ბავშვმა.
• მიმდინარეობს ცენტრალური გზის განათების მოწყობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შენობის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია.