გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს

27-05-2025

მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი ქვეყნის მიერ 26 მაისს გავრცელებული განცხადებით პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი".


„ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო, 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა, საზეიმო განცხადებების გაკეთება. პროტოკოლსა და ეტიკეტსაც კი არ იცავენ, აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ეს არის დასანანი და სამწუხარო.


მე რაც მითხრა მაკრონმა ალბანეთში, თავის არსით წინააღმდეგობაშია იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, არის ძალიან სერიოზული გავლენა ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.