გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: რადიკალური ოპოზიცია სრულად მოშლილია, მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი

27-05-2025

მთელი ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი.


„ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციაში. ამიტომ, როდესაც მათ საუბარი აქვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპული. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მეტად მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არავისთვის, მათ შორის, არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა პრემიერმა.