გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოთარ ანგურიძე: ეს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტია

19-11-2018

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, ეს არის მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტი „ქართუ“ ბანკის“ მონაწილეობით. ამ აქტით 600 ათას ადამიანს უმსუბუქდება ცხოვრება და მათ მომავალში თავისუფლად შეეძლებათ ისარგებლონ საბანკო ტრანზაქციებით და მიიღონ გარკვეული სახის შემოსავლები.


„საბანკო კრედიტებით დამძიმებულ ადამიანებს ღიად და დაუფარავად შეეძლებათ ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. მათ შეეძლებათ საბანკო არხებით მიიღონ შემოსავლები და გადარიცხვები. ადამიანების ეს კატეტორია ვერ იწყებდა სამასხურს, იმიტომ რომ ხელფასის ჩარიცხვისას ბანკები პირდაპირ უყადაღებდნენ ამ შემოსავლებს, განვადებით ვერ გამოჰქონდათ ტექნიკა და ა.შ. როდესაც მათი უარყოფითი მდგომარეობა განულდება, ამ ადამიანებს ეკონომიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის საშუალება მიეცემათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზრდება და ეს ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი იქნება“-აცხადებს ანგურიძე.