გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: მგონია, რომ რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის" ხელი

27-05-2025

მე მგონია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის" ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ელჩს უნდა, რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია.


„მე მგონია, რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. რა შეიძლება იყოს ელჩისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც გამოგონილი საბაბით - ჯერ გვითხრეს, რომ თბილისში არ იყო, შემდეგ საჯაროდ თქვეს, რომ ქვეყანაში არ იყო, აქაც პირდაპირ ჩანს „დიფ სთეითის" ხელი, რაც აიძულებს კონკრეტულ ადამიანებს, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახსნადი არ არის, რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. მე ვარაუდი გამოვთქვი, მე მგონია, რომ მას სურდა პიროვნულად, ვიცნობ მას და დადებითი წარმოდგენა მაქვს, მე მგონია, რომ მას სურდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის" ხელი და ხედავთ, რომ ამერიკის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.