გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეკა გიგაური სააკაშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

19-11-2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბოდიშის მოხდისკენ, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სააკაშვილის განცხადებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებს.
ეს შეფასება გიგაურმა სააკაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც სააკაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის მიერ დაქირავებული პიარტექნოლოგი „ებრაელ აფერისტად“ მოიხსენია.


„სააკაშვილის გამოირჩევა თავისი ქსენოფობიური და რასისტული განცხადებებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი ამაზე საუბრობს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ცხადია, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს მაღალ პოლიტიკურ კულტურას არ გამოხატავს. ეს აღიქმება მცდელობად, რომ სააკაშვილს სურს გარკვეულ ეროვნებებთან მიმართებაში ჩვენ ქვეყანაში უარყოფითი დამოკიდებულა იყოს. ესრა თქმა უნდა, ცუდია.


მოვუწოდებთ პირადად სააკაშვილს, რომ ბოდიში მოიხადოს საჯაროდ და ასევე, მოვუწოდებთ პარტიის წევრებს, დაგმონ თავიანთი ლიდერის განცხადებები. სხვა შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ისინი იზიარებენ ამ განცხადებებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.