გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩინელი ტურისტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებაში-სასტუმრო ibis

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში ITB China 2025. ღონისძიებაზე წარმოდგენილია 30-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაგამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო იბის სთაილს თბილისის, თბილისი ფილარმონია მერკურისა და თბილისი საბურთალო მერკურის ბრენდის წარმომადგენელი ბაჩანა ბერიკაული.


ეს ჩვენი პირველი წარდგენაა ჩინეთის ბაზარზემოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია პირველ რიგში ადამიანურ და კულტურულ დონეზე. ამასთან, ვხედავთ დიდ პოტენციალს ბიზნესის მიმართულებით, როგორც სასტუმრო ინდუსტრიაში, ისე ქვეყნის ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩინელი ტურისტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებაში- აცხადებს ბაჩანა ბერიკაული.


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.