გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში ITB China 2025. ღონისძიებაზე წარმოდგენილია 30-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანია. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო იბის სთაილს თბილისის, თბილის

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია თრეველ ვაიბ ჯორჯიას წარმომადგენელი მარიამ სონიშვილი.


„ჩინეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა. ITB-China 2025-ზე  მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ბოლო დროს ჩინელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა, ეს თავისთავად დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ წარმოდგენილი ვარ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო“-აცხადებს  მარიამ სონიშვილი.


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.