გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

Panorama Lisi Grand Hotel: ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან საქართველოში

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო  Panorama Lisi Grand Hotel-ის წარმომადგენელი მართა დარციმელია.


„ITB CHINA 2025-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ტურისტული კომპანია დაინტერესდა საქართველოთი. ჩინური ბაზარი ერთ-ერთი მზარდი და საკმაოდ დიდია, შესაბამისად ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან საქართველოში. შარშანაც გვყავდა ძალიან ბევრი ჩინელი სტუმარი სასტუმროში და მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი მოიხსნა ძალიან ბევრ  სტუმარს ველოდებით“-აცხადებს მართა დარციმელია.


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.