გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ არაფლოში სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

28-05-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაფლოში სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.


უხვი ნალექის გამო, მდინარე დებედაში  ჭარბი წყლის მოვარდნამ  დებედას მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის წყალმიმღები არხი დააზიანა.


აღნიშნული დაზიანების აღმოსაფხვრელად გაიჭრა 250 მეტრი სიგრძის ახალი წყალმიმყვანი არხი, რომლის მეშვეობითაც წყალი მაგისტრალურ არხში ჩაედინება და სარწყავი წყლით 450 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს შეუფერხებლად ამარაგებს.