გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვოიაჟერი: ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ITB CHINA 2025-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია ვოიაჟერის წარმომადგენელი სოფო აზნაურაშვილი.


„ჩინეთი ძალიან საინტერესო ბაზარია ქართული კომპანიებისთვის, დღეს დილიდან ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა  ITB CHINA 2025-ის ფარგლებში. ჩვენს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენებია, რაც  რეალურად ეხმარება აქაურ მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლისთვის. ჩინელები ძირითადად საქართველოში გრძელვადიანად მოგზაურობენ, ეს  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესოა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი გვექნება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, ასევე კერძო კომპანიებსაც დაეხმარება“-სოფო აზნაურაშვილი ვოიაჟერი ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.