გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ITB CHINA 2025-ზე ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოს ტურისტული მიმართულებით- - შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის წარმომადგენელი ანი თოდუა.


“გამოფენაზე საკმაოდ დიდი აქტივობაა ჩინური ბაზრის მხრიდან,  ITB CHINA 2025-ზე ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოს ტურისტული მიმართულებით, შეხვედრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გამოცდილება  უკვე გვაქვს, ვღებულობთ ჩინელ ტურისტებს, პირდაპირი ფრენების გამო კიდევ უფრო გააქტიურდა ეს მიმართულება. ეს აზიური ნაწილიც რომ ავითვისოთ მშვენიერი იქნება ქვეყნისთვის, კარგი იქნება მრავალი მიმართულებით ვიმუშაოთ“-აცხადებს ანი თოდუა.  


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.