19-11-2018
გორის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინატეობს.
გასულ წელთან შედარებით 8 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი.
ცვლილება, შევიდა ბიუჯეტის ფორმირების წესში. მომავალი წლიდან მუნციპალიტეტების დაფინანსება დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მოხდება.
2019 წლიდან ბიუჯეტი განისაზრვრება დამატებითი ღირებულების გადასახადების (დღგ) გათვალისწინებით. 50% - მიდის თბილისის ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 50%-ი ნაწილდება ყველა მუნიციპალიტეტზე, აქედან გორის მუნიციპალიტეტი მიიღებს 3,8%-ს.
2019 წლის გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 39 109 ათ. ლარით განისაზღვრა. მათ შორის: გადასახადები შეადგენს - 38559.0 ლარს, რომელიც თავის მხრივ შედგება დამატებითი ღირებულების გადასახადის - 28511,0 ლარისა და ქონების გადასახადის - 4600,0 ათასი ლარისაგან.
გრანტებიდან მიღებული თანხა შეადგენს - 1424,6 ათას ლარს, აქედან საქართველოს მთავრობიდან მიღებულ ტრანსფერი შეადგენს - 303,0 ათასი ლარის, ხოლო სხვა ქვეყნებიდან მიღებული გრანტი - 1121,6 ათ. ლარს.
სხვა შემოსავლები შეადგენს - 4023,4 ათ ლარს, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 550,0 ათ. ლარის.