გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

Georgian Travel Club: ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის

28-05-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია Georgian Travel Club-ის წარმომადგენელი ნინო ცხონდია.


„ჩინური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩინელი ტურისტები გამოირჩევიან გრძელვადიანი სტუმრობით.  მომავალში ძალიან დიდი ჯგუფების ჩამოსვლა იგეგმება ჩინეთიდან საქართველოში.  ჩინელი ტურისტები ბევრ ტურისტულ სერვისს იყენებენ და შემოსავალი მოაქვთ  რესტორნებისა და სასტუმროებისთვის. შარშანდელი გამოფენიდან დაიწყო ინტერესი და უკვე გვყავს ჩინური ჯგუფები, ყველას ძალიან მოსწონს საქართველო“-აცხადებს ნინო ცხონდია.


ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.