გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი

28-05-2025

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.


"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.